კახა კალაძის ინფორმაციით კახაძეს 62.5% - შავგულიძეს - 37.5%  მისცა ხმა

კახა კალაძის ინფორმაციით კახაძეს 62.5% - შავგულიძეს - 37.5% მისცა ხმა

„ამ წუთებში ხმის დათვლის პროცესი მიმდინარეობს და მინდა ვუპასუხო იმ ადამიანებს, ვინც ჩემი განცხადება შეაფასა უპასუხისმგებლოდ. მინდა მივაწოდო ინფორმაცია კონკრეტულად მათ. ამ ეტაპზე, რასაც ჩვენ გვაწვდიან უბნებიდან ჩვენი წარმომადგენლები ინფორმაციას, დათვლილია ხმების 75% და აქედან, 62.5% არის ლადო კახაძის, 37.5% არის შალვა შავგულიძის. კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ბატონ ლადოს დამაჯერებლი გამარჯვება. სხვაობა ძალიან დიდია და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ კიდევ უფრო გაიზრდება ეს ციფრი. ეს არის მთაწმინდის მოსახლეობის პასუხი იმ ადამინებს, ვინც ძირითადად ცდილობდა სიცრუეზე დაფუძნებული კამპანია ეწარმოებინა. ძალიან მიხარია, რომ ადამიანები დღეს ძალიან კარგად აფასებენ და ხედავენ რეალურ სიტუაციას“, - განაცხადა "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ