თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიაში  637 ტერორისტი გაანადგურა

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიაში 637 ტერორისტი გაანადგურა

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიაში სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობის დროს 637 ტერორისტი გაანადგურეს, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

თურქეთის თავდაცვის უწყების ცნობით, საუბარია სირიელი ქურთების მებრძოლებზე, რომელსაც თურქეთი ტერორისტებად მიიჩნევს.

თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს წამოიწყო. ანკარაში აცხადებენ, რომ ოპერაციის მიზანია სირიის საზღვარზე „უსაფრთხოების ზონის“ მოწყობა, სადაც სირიელი ლტოლვილების განსახლება არის დაგეგმილი.