ჩინეთი 6G-ის შექმნაზე მუშაობას იწყებს

ჩინეთი 6G-ის შექმნაზე მუშაობას იწყებს

ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტრომ მობილური კავშირის მეექვსე თაობის 6G-ის შექმნაზე მუშაობა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი CNBC ავრცელებს.

ამ მიზნით სამინისტროში ორი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ერთში პროფილური სამინისტროებისა და უწყებების წარმომადგენლები, მეორეში კი 37 უნივერსიტეტის, სამეცნიერო ინსტიტუტის და ტექნოლოგიური კომპანიის სპეციალისტები შევლენ.

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს ინფორმაციით, 6G-ის შექმნაზე მუშაობა დაწყებით სტადიაზეა, თუმცა სახელმწიფო ამ მიმართულებას განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს.

ერთი თვის წინ ჩინეთის მთელ ტერიტორიაზე მობილური კავშირის ყველაზე ახალი, მეხუთე თაობის ქსელი ამუშავდა.