ივანიშვილო, ხო გაგაფარჩაკე 7 წელი, ახლა მე ჩავიბარებ შენს კაპიტულაციას - გვარამიას პირველი კომენტარი ბრალის წარდგენაზე

ივანიშვილო, ხო გაგაფარჩაკე 7 წელი, ახლა მე ჩავიბარებ შენს კაპიტულაციას - გვარამიას პირველი კომენტარი ბრალის წარდგენაზე

ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური, დირექტორი ნიკა გვარამია ბრალის წარდგენის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს და სოციალურ ქსელში წერს:

„აი მთლად ასეთ სამარცხვინობას ნამდვილად არ ველოდი.

ვალის ხელშეკრულება მაქვს ინტერმედიასთან და ნატურით გადამიხადეს. სახლი გავყიდე და იქიდან აღებული ფული ვასესხე ინტერმედიას, ხელფასები რომ გაგვესტუმრებინა. ყველა დოკუმენტი ინტერმედიაშია და ამოღებულია ეგ დოკუმენტები პროკურატურის მიერ. დაკითხვაზე მაინც გეკითხათ რამე ამ საკითხზე. თუ ბრალის საფუძველი იყო, საერთოდ როგორ არ გიხსენებიათ?

ღიად და დაუფარავად: კურუფცია ის თემაა, რომელთან შედარებით, უმძიმესი დანაშაულები მემსუბუქება. ესაა ჩემი წითელი ხაზი და უკვე მეორეჯერ გადაკვეთა ივანიშვილმა.

ხოდა, ახლა ჩემ პასუხს დაელოდეთ. დედას მოგიტ*ნავ ბიძინა ივანიშვილი. ხო გაგაფარჩაკე 7 წელი, ახლა ბოლომდე მივიყვან და ზუსტად მე ჩავიბარებ შენ კაპიტულაცია. პირადად გპირდები" , - წერს გვარამია. 

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ პროკურორმა ამირან გიუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გვარამიას ბრალი 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც გულისხმობს საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი საქალაქო სასამართლოში 2 აგვისტოს დაკითხეს.

პროკურატურა ტელეკომპანიაში ნიკა გვარამიას საქმიანობით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც საგამოძიებო უწყებას ტელეკომპანიის 9-პროცენტიანი წილის მფლობელმა მიმართა.