სასამართლომ 7 თვის ჩვილის მკვლელობისთვის არასრულწლოვან დედას 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

სასამართლომ 7 თვის ჩვილის მკვლელობისთვის არასრულწლოვან დედას 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

გორის რაიონული სასამართლომ 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დედა გაამტყუნა და დამნაშავედ ცნო. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

არასრულწლოვანის მეუღლის ნათესავები სასჯელის უმაღლეს ზომას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პარლამენტთან საპროტესტო აქციები დააანონსეს.

სამართალდამცველებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, 7 თვის ბავშვი მკვლელობის ბრალდებით ჩვილის არასრულწლოვანი დედა 27 მაისს დააკავეს.

გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობდა. ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.