მოსკოვის ცენტრში მიმდინარე აქციაზე 700-მდე მომიტინგე დააკავეს

მოსკოვის ცენტრში მიმდინარე აქციაზე 700-მდე მომიტინგე დააკავეს

მოსკოვის ცენტრში მიმდინარე აქციაზე 700-მდე მომიტინგე დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია დაახლოებით 400-მდე დაკავებულის შესახებ.

დაპატიმრებები ამ წუთებშიც გრძელდება.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულია აქციის 295 მონაწილე. ასევე რუსეთის შსს-ს ცნობით, აქციაში სულ 3 500 ადამიანი მონაწილეობდა. თუმცა სხვადასხვა წყაროები წერენ, რომ აქციის მონაწილეების რაოდენობა 20 000-მდე აღწევს.

შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეების მოთხოვნა მოსკოვის სათათბიროს არჩევნებში დამოუკიდებელი და ოპოზიციონერი კანდიდატების დაშვებაა. მოსკოვის დუმის არჩევნები 8 სექტემბერს გაიმართება.