ხაზარაძესა და ჯაფარიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო,  თითოეულს 700 000 ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ

ხაზარაძესა და ჯაფარიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, თითოეულს 700 000 ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომთიბისი ბანკისდამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, თითოეულს 700 000 ათასი ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, მათ აეკრძალათ საზღვრის დატოვება საგამოძიებო უწყების გაფრთხილება-თანხმობის გარეშე. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა.

 

გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიებად გირაოს სახით თითოეულისთვის მილიონი ლარის შეფარდებას ითხოვდა. დაცვის მხარემ კი, დააყენა შუამდგომლობა სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე არ გამოეყენებინა.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს წარედგინათ, ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღებადანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილისდა მე-3 ნაწილისქვეპუნქტით.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 სექტემბერს ჩაინიშნა.