სალომე ზურაბიშვილი დღეს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოვა

სალომე ზურაბიშვილი დღეს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოვა.

ზურაბიშვილი მსოფლიო ლიდერებს თბილისის დროით 19:00- 20:30 საათების შუალედში მიმართავს.

წელს გენერალური დებატების მთავარი თემაა: „სიღარიბის აღმოფხვრის, ხარისხიანი განათლების, კლიმატის მიმართულებით ახალი მოქმედებებისა და ინკლუზიისათვის მრავალმხრივი ძალისხმევის მობილიზება."