რაულ ხაჯიმბას ინაუგურაცია 9 ოქტომბერს გაიმართება

რაულ ხაჯიმბას ინაუგურაცია 9 ოქტომბერს გაიმართება

ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტის ინაუგურაცია 9 ოქტომბერს გაიმართება, - ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტის“ ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს. 

დეფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ოკუპირებულ რეგიონში 8 სექტემბერს ჩატარდა. არჩევნებში გამარჯვებულად ე.წ. ცესკომ რაულ ხაჯიმბა გამოაცხადა, თუმცა ოპოზიციის კანდიდატმა ალხას კვიცინიამ არჩევნების შედეგები გაასაჩივრა.

20 სექტემბერს აფხაზეთის ე.წ. უმაღლესმა სასამართლომ არჩევნების შედეგები ძალაში დატოვა.