„ფორსაჟი 9“-ს 10-წუთიან ეპიზოდს თბილისში გადაიღებენ

„ფორსაჟი 9“-ს 10-წუთიან ეპიზოდს თბილისში გადაიღებენ

„ფორსაჟი 9-ს“ 10-წუთიან მონაკვეთს თბილისში გადაიღებენ. გადაღებები დედაქალაქში აგვისტოს თვეში იგეგმება. ინფორმაციას „ბიზნესპრენიუსი“ ავრცელებს.

ფილმის გადაღებასთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში თბილისს ჰოლივუდიდან 200-მდე სტუმარი ეწვევა.ამასთანავე, ჩამოჰყავთ სპეცტექნიკა,მათ შორის სპეცტრაილერი, რომელიც ფილმის სიუჟეტის თანახმად, ბეთანიაში დიდი სიმაღლიდან გადავარდება.

გადაღებების ფარგლებში თბილისში რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება. მათ შორის ვაჟა-ფშაველა და ძველი თბილისის ნაწილი.

თბილისში გადაღებებზე 5 მლნ დოლარის დახარჯვა იგეგმება.

შეგახსენებთ,რომ „ფორსაჟის“ მე-9 ნაწილის ტელეეკრანებზე გამოჩენა 2020 წელს არის დაგეგმილი. ფილმის რეჟისორი ჯასტინ ლინია.