უცხოური ენების გამოცდაზე 95%- მდე აბიტურიენტი გამოცხადდა

უცხოური ენების გამოცდაზე 95%- მდე აბიტურიენტი გამოცხადდა

ამ წუთებში საქართველოს მასშტაბით  უცხოური ენების გამოცდა მიმდინარებს.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან გამოცდაზე 95%- მდე აბიტურიენტი გამოცხადდა.

მათივე ინფორმაციით, 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოვლინდა ორი შემთხვევა, როდესაც აბიტურიენტის ნაცვლად სხვა პირი ცდილობდა გამოცდის ჩაბარებას. ორივე აბიტურიენტი მოხსნილია გამოცდიდან და ამ ფაქტებთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ამკაცრებს მონიტორინგს და კიდევ ერთხელ აფრთხილებს აბიტურიენტებს, რომ ასეთი ქმედებით ისინი არღვევენ კანონს და საფრთხეს უქმნიან საკუთარ მომავალს.