ქართულ-შვედური ფილმი  And Then We Danced ოსკარზე გაიგზავნება

ქართულ-შვედური ფილმი And Then We Danced ოსკარზე გაიგზავნება

ქართულ-შვედური ფილმი And Then We Danced შვედეთის სახელით ოსკარზე გაიგზავნება. ფილმის რეჟისორი წარმოშობით ქართველი, შვედი რეჟისორი ლევან აკინია.

შვედეთის კინო ინსტიტუტი ოსკარის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე გასაგზავნად სამ ფილმს განიხილავდა, ესენია:

  • And then we danced
  • Aniara
  • Quick

ფილმი ახალგაზრდა მოცეკვავის ცხოვრების შესახებ გვიყვება, რომელიც რადიკალურად იცვლება, მას შემდეგ, რაც მას ამბიციური მეტოქე შეუყვარდება.

ფილმში მთავარ როლებს ქართველი მსახიობები ასრულებენ.