"ბლექ სი არენაზე" Black Eyed Peas-ის კონცერტი გაიმართება

"ბლექ სი არენაზე" Black Eyed Peas-ის კონცერტი გაიმართება

16 ივნისს, შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზი "ბლექ სი არენა", Check in Georgia-ს ფარგლებში, 2019 წლის სეზონს ამერიკული მუსიკალური ბენდის, Black Eyed Peas-ის კონცერტით გახსნის. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესოდ გაყიდვადი ჯგუფი (გაყიდულია 76 მილიონი ჩანაწერი) საქართველოს ბოლო ალბომის, "Masters of the Sun Vol." მხარდამჭერი ტურნეს ფარგლებში ეწვევა.        

ბილეთების გაყიდვა 30 აპრილს, საღამოს 20:00 საათზე დაიწყება - საიტებზე TKT.ge და Eventer.ge.

ბილეთის ფასი 50-დან 250 ლარამდე იქნება