სტატიის სათაურის დამახინჯებამ პროპაგანდისტული საქმე შეასრულა - გია აბაშიძე  „Deutsche Welle“- ში გამოქვეყნებულ სტატიაზე

სტატიის სათაურის დამახინჯებამ პროპაგანდისტული საქმე შეასრულა - გია აბაშიძე „Deutsche Welle“- ში გამოქვეყნებულ სტატიაზე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „Deutsche Welle“- ში გამოქვეყნებული სტატიის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„საქართველოში ინფორმაციის სწორად გადმოცემის პრობლემის სადაგი დღე:

დიადი სიხარული მიანიჭა Deutsche Welle-ს სათაურმა ხელისუფლების ოპონენტებს. ზოგი ისე აჟიტირდა, რომ ლამის უკვე "მოგებული არჩევნების" შედეგებს გაუთანაბრა.

გერმანული გამოცემის სათაურში ასე წერია - Georgia's parliament backs 'Moscow's man' for prime minister (საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე მხარი დაუჭირა 'მოსკოვის კაცს'). ოღონდ ეს ' ' -ებს თავისი დატვირთვა აქვს.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული ტერმინი ქართული ოპოზიციის შეფასებას ეყრდნობა და არ წარმოადგენს DW-ს შეფასებას.

' '- ს გამოყენება სწორედ ამით გამოირჩევა, attribution...

სტატიაში წერია: Lawmakers voted 98 to 0 in favor of former Interior Minister Giorgi Gakharia, with the opposition — whose supporters have labeled the new leader as "Moscow's man" — boycotting the vote. (კანონმდებლებმა 98 ხმით მხარი დაუჭირეს ყოფილ შს მინისტრს გიორგი გახარიას. ოპოზიციის მხარდამჭერნი ახალ ლიდერს "მოსკოვის კაცს" უწოდებენ.)

ქართული მედიაში კი ეს მნიშვნელოვანი დეტალი არაა მითითებული. მით უმეტეს არც გადმოთარგმნილ სათაურებში. ბრჭყალები, სასვენი ნიშნები აქ ხომ ბევრმა არ იცის რა 'ხილია'? 

შეიქმნა ცრუ შთაბეჭდილება, რომ "დოიჩე ველე" გახარიას "მოსკოვის კაცად" მიიჩნევს. სტატიის სათაურის დამახინჯებამ პროპაგანდისტული საქმე შეასრულა. იდეალურია, როცა საქმის არმცოდნე ზოგიერთი ჟურნალისტით მშვენივრად მანიპულირებ“, - წერს გია აბაშიძე.