როგორ ახდენენ ზეწოლას რუსეთში Deutsche Welle-ზე - გერმანული მედია

როგორ ახდენენ ზეწოლას რუსეთში Deutsche Welle-ზე - გერმანული მედია

„რუსეთის დუმა Deutsche Welle-ს  საპროტესტო აქციების მოწყობის მოწოდებებში ადანასაულებს.  შესალებელია, თუ არა, რომ  ტელერადიოკომპანია აგენტად გაოაცხადონ და მის ჟურნალისტებს რუსეთში მუშაობის უფლება აუკრძალონ ? - ამ კითხვას გერმანული გამოცემა Der Spiegel სვამს.

„ვასილი პისკარიოვი  კარგად ერკვევა სამართალში. ის  დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა პროკურორად, შემდგომ მთელი 5 წელი იკავებდა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის უფროსის  პირველი მოადგილის თანამდებობას. ამჟამად იგი სახელმწიფო სათათბიროს წევრია კრემლის პარტიის, „ერთიანი რუსეთის“  სიით და ყოველმხრივ ცდილობს მოიპოვოს დიდება საკუთარი ქვეყნის ინტერესების დამცველის რანგში. იგი რუსეთის დუმაში  ხელმძღვანელობს რუსეთის ფედერაციის საშინაო საქმეებში უცხოეთის ჩარევის ფაქტების გამოძიების ახლადშექმნილ კომისიას .“-წერს ჟურნალისტი ქრისტინა ჰებელი.
Deutsche Welle მოსკოვში  გერმანულ,ინგლისურ და რუსულ ენებზე მაუწყებლობს.

„როგორც ჩანს, მოსკოვში ეს არ მოწონთ.ხარისხიანი,დამოუკიდებელი რუსულენოვანი საგამოძიებო ჟურნალისტიკა რუსეთის სინამდვილეში მხოლოდ ინტერნეტსივრცეში და მკვეთრად შეზღუდული რაოდენობის გაზეთებში არსებობს -ამ ქვეყნის მედიაბაზარი გაჯერებულია სახელმწიფო დაფინანსების მქონე ტელეარხებით, რომლებიც რეჟიმის აშკარა რუპორები არიან“,-     მიანიშნებს გამოცემა.
მოსკოვში,ივლისის საპროტესტო აქციების დროს Deutsche Welle-ს ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც პროტესტის მონაწილენი სკანდირებდნენ-„მოსკოვო, გარეთ გამოდი!“.იგივე ლოზუნგის ციტირება მოხდა ტვიტის ტექსტშიც. ეს კი წარმოადგენს არასანქცირებული აქციებისკენ მოწოდებას და შესაბამისად,რუსეთის საშინაო საქმეებში პოლიტიკურ ჩარევას, ერთხმად ამტკიცებს პისკარიოვის კომისია  თავის არცთუ გასაკვირ მოხსენებაში“.
კომისიის თვალსაზრისით გერმანულმა ტელერადიოკომპანიამ დაარღვია რუსეთის კანონები შეკრებების და მიტინგების, ასევე საარჩევნო უფლებების შესახებ.თითქოსდა DW-ს პუბლიკაციებში ადგილი ქონდა  „ექსტრემიზმის გამამართლებელ ნიშნებს“.

კომისია ეყრდნობა DW-ს 2009 წლის სტატიას ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორიზმის წინააღმდეგ,ასევე ერთ-ერთი ბლოგერის უტაქტო განცხადებას, პოლიციელთა შვილების შესახებ,რის გამოც მას, ხუთწლიანი პატიმრობა მიესაჯა.

„ბოლო დღეებში კომპანიაზე ზეწოლა მნიშვნელოვნად გაიზარდა.რუსული სახელმწიფო ტელეკომპანიები დაწვრილებით აშუქებენ გერმანულ მაუწყებელთან დაკავშირებულ პრობლემას და არხის მისამართით სიტყვა „ექსტრემიზმის“ მრავალგზის გამოყენებუარყოფითად მოქმედებს არხის რეპუტაზიაზე.  გაურკვეველია მაინცდამაინც ახლა, რატომ იღებენ ასეთი სახის მკაცრ ზომებს DW-ს მიმართ. ალბათ მოსკოვური პროტესტების უცხოეთიდან მართულობის დადასტურება თუ სურთ? ანდა, სხვა უცხოურ მედიასაშუალებებს უგზავნიან სიგნალს იმის შესახებ,რომ მათი რუსეთის ტერიტორიაზე საქმიანობა სასურველი სულაც არაა.“

2017 წელს რუსეთში მიიღეს მეტად უცნაური და ნაკლებად ცხადი კამონი უცხოური აგენტების შესახებ,რომლის თანახმადაც ასეთებად მიიჩნევიან პოლიტიკურად აქტიური მედიარესურსები,რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან. რამდენადაც DWსახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება ,მისი სახელი იმთავითვე ფიგურირებდა ხსენებულ კანონთან დაკავსირებით„-წერს გამოცემა.

პისკარიოვის აზრით გერმანული არხი უცხოელ აგენტთა ნუსხაში უნდა შევიდეს. მას მუშაობის გაგრძელების ნებას  დართავენ, მაგრამ იმ დათქმით ,რომ იგი სათანადო ორგანოებს დეტალურ ინფორმაციას მიწოდებს დაფინანსების წყაროების თაობაზე,რაც დიდ ბიუროკრატიულ სამუშაოს უკავშირდება. ამასთან, არხს მოუწევს პუბლიკაციებში საკუთარ თავს „აგენტი“ უწოდოს, რაც რუსეთში საშინელი დამღაა“,-ხაზგასმულია პუბლიკაციაში.

პისკარიოვი კიდევ უფრო შორსაც მიდის და სურს, რომ ამ ტელერადიოკომპანიის აკრედიტაციის საკითხი, რომელსაც  მაუწყებლობის ლიცენზია 2025 წელს ეწურება,  საგარეო უწყებამ შეისწავლოს. ეს შეეხება DW-ს ყველა კორესპონდენტს, აცხადებს უფლებადაცვითი ორგანიზაცია „აგორას“ იურისტი დამირ გაიუდდინოვი.
„,პისკარიოვს  სურს, რომ ხელი მოკიდოს ბრიტანული ტელერადიოკომპანია BBC და ამერიკული რადიოსადგურ „რადიო თავისუფლების“ რუსული სამსახურის საკითხს“- გადმოსცემს Der Spiegel.

პუბლიკაცია მომზადდა Der Spiegel-ის მასალაზე დაყრდნობით