მკვლელობის ბრძანება მოსკოვმა გასცა?- გამოცემა Die Zeit ბერლინში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეზე

მკვლელობის ბრძანება მოსკოვმა გასცა?- გამოცემა Die Zeit ბერლინში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეზე

„ბერლინში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეზე, რაც უფრო წინ მიდის გამოძიება,მით უფრო მეტი სამხილი ჩნდება იმის დასტურად,რომ ამ მკვლელობის უკან რუსული სახელმწიფო დგას,“-წერს გერმანული გამოცემა Die Zeit
ზელიმხან ხანგოშვილის სავარაუდო მკვლელი,  ვინმე ვადიმ სოკოლოვია. იგი დაკავების მომენტიდან დუმილს ამჯობინებს.
გამოცემის ინფორმაციით, მკვლელობიდან რამოდენიმე დღის შემდეგ, წინასწარი დაკავების იზოლატორში იგი ორმა რუსმა დიპლომატმა მოინახულა. მათ დიპლომატიური პასპორტები წარმოადგინეს და სოკოლოვთან შეხვედრა  გამართეს.
“რამდენადაც საუბარი დამკვირვებლის გარეშე გაიმართა ,დღემდე უცნობია, თუ რა უთხრეს სავარაუდო მკვლელს დიპლომატებმა. დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის თანახმად, მათი მოქმედება კანონიერი იყო,თუმცა უცნაურ იერს იძენს ასეთი სწრაფი და ინტენსიური დახმარება.„-აღნიშნავს ჟურნალისტი ხოლგერ შტარკი.
გამოძიება მიიჩნევს,რომ  მკვლელობის იარაღი ბერლინში მიმავალ სოკოლოვს,გზად,ვარშავაში გადასცეს. გლოკის მარკის პისტოლეტი 1986 წელს ავსტრიიდან ესტონეთში გაიყიდა,რომელიც იმხანად ჯერ კიდევ საბჭოთა გავლენის ზონაში შედიოდა.მოგვიანებით,იარაღის ლულა,შესაძლოა კვალის დაფარვის მიზნით შეიცვალა.“-ნათქვამია სტატიაში.
„მკვლელობის საქმეს წუხილით აკვირდებიან კანცლერის უწყებასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში. თუკი გამოძიება აჩვენებს,რომ ბერლინის ცენტრში მომხდარი დანაშაული მოსკოვის შეკვეთითაა ჩადენილი,იგი შორს მიმავალი პოლიტიკური შედეგების მქონე საქმედ იქცევა.გერმანელებს მოუწევთ მკაცრი რეაგირება მოახდინონ,როგორც ბრიტანელები მოიქცნენ 2018 წელს,როდესაც რუსული სპეცსამსახურები თავს დაესხნენ სერგეი სკრიპალს ნერვული პარალიზების გამომწვევი  მომწამლავი გაზის გამოყენებით“,-წერს გამოცემა.
„გერმანიის ტერიტორიაზე სახელმწიფო ტერორიზმის ამგვარ გამოვლინებაზე პასუხიც სათანადო სიმკაცრის უნდა იყოს.ამ სკანდალს შესაძლოა, მეტად სერიოზული შედეგები მოყვეს, რაც მრავალი წლით მიაყენებს ზიანს გერმანია-რუსეთის ურთიერთობებს“,-მიანიშნებს გერმანული გამოცემა.

პუბლიკაცია მომზადდა Die Zeit-ის მასალაზე დაყრდნობით