ფატმა სერენ იაზგანი: „FETÖ-ს საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება... „სამწუხაროდ, თურქეთის მეზობელ ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც იმყოფებიან ის ადამიანები, რომლებიც FETÖ-სთან არიან დაკავშირებულნი“

ფატმა სერენ იაზგანი: „FETÖ-ს საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება... „სამწუხაროდ, თურქეთის მეზობელ ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც იმყოფებიან ის ადამიანები, რომლებიც FETÖ-სთან არიან დაკავშირებულნი“

თურქეთის ელჩმა თბილისში ფატმა სერენ იაზგანმა, ბათუმში, საერთაშორისო  კონფრენციაში („საქართველოს ევროპული გზა“) მონაწილეობის დროს, ინტერვიუ მისცა თურქულ საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ კორესპონდენტს და იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რომელსაც ტერორისტული ორგანიზაცია „ფეტო“ (FETÖ) ქმნის როგორც თურქეთში, ასევე მის ახლოს მდებარე სახელმწიფოებში.

როგორც ცნობილია, 2016 წლის 15 ივლისს თურქეთის არმიის ნაწილებმა ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობა განახორციელეს, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს. მოგვიანებით პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა განაცხადა, რომ გადატრიალების მცდელობის მონაწილე თურქი სამხედრო მოსამსახურეები აშშ-ში მყოფი ოპოზიციონერის ფეთულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის - FETÖ-ს მიერ იმართებოდნენ.

თურქეთის ელჩის თქმით, ბათუმში მცხოვრები თურქი ოჯახებისთვის 15 ივლისი ძალიან მგრძნობიარე და მნიშვნელოვანი თარიღია: „როცა უცხო ქვეყანაში ხარ და შენს სამშობლოში ასეთ მოვლენებს უყურებ, თავს უფსკრულის პირას გრძნობ. ბათუმში მყოფმა ჩვენმა მოქალაქეებმა მძიმე სიტუაცია გადაიტანეს“, - განაცხადა ელჩმა.

„ტერორისტული ორგანიზაცია, რომელსაც ჩვენ FETÖ-ს ვუწოდებთ, თავის თავს ზოგჯერ არასამთავრობო ორგანიზაციად, სამოქალაქო საზოგადოებად წარმოსახავს და საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებს, ზოგჯერ კი ასევე ცდილობს თავი რელიგიური ორგანიზაციის სახითაც წარმოაჩინოს, - აღნიშნა თურქმა დიპლომატმა, - FETÖ მრავალდონიანი, საზღვარგარეთ არსებული საიდუმლო  სტრუქტურების მქონე ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელმაც თურქეთის სახელმწიფოს სტრუქტურებში შეაღწია და გადატრიალების მცდელობა განახორციელა, მაგრამ მან კრახი განიცადა“.

როგორც ფატმა სერენ იაზგანმა აღნიშნა, „FETÖ-ს წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლა კიდევ უფრო გაფართოვდება და ამ ბრძოლის დროს აუცილებელია სხვა ქვეყნების სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობა. ჩვენი ვალია პუტჩის დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივისცემაც“.

„სამწუხაროდ, თურქეთის მეზობელ ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც იმყოფებიან ის ადამიანები, რომლებიც FETÖ-სთან არიან დაკავშირებულნი. მათ აქვთ შესაძლებლობა უშიშრად იარონ ქუჩაში ჩვენს სხვა მოქალაქეებთან ერთად, ფლობენ კომპანიებს და სასწავლო დაწესებულებებს. ჩვენი ბრძოლა მანამდე გაგრძელდება, სანამ თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული მუქარები და საფრთხეები არ განეიტრალდებიან“, - ხაზი გაუსვა ელჩმა. მისი თქმით, თურქეთის არასდროს არ დაივიწყებს იმ ქვეყნებს, რომლებიც სამხედრო გადატრიალების მცდელობის დროს თურქეთის ხელისუფლების, თურქეთის დემოკრატიის გვერდით დადგნენ: „ამ მხრივ საქართველოს მხარდაჭერა, რომლის მოწმენი [2016 წლის] 15 ივლისს  გავხდით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.

ფატმა სერენ იაზგანის თქმით, სამხედრო გადატრიალების მოღალატეობრივი მცდელობა რომ წარმატებით განხორციელებულიყო, მაშინ თურქეთი სამოქალაქო ომში ჩაიძირებოდა და ეს მთელი რეგიონისათვის ნეგატიური შედეგების მომტანი იქნებოდა, მათ შორის საქართველოსთვისაც.

http://www.hurriyet.com.tr/dunya/feto-tehdidi-devam-ediyor-41273531