გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საქართველომ უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის მინიჭება უნდა მიულოცოს - IRI

გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საქართველომ უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის მინიჭება უნდა მიულოცოს - IRI

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის მინიჭება ოფიციალურად უნდა მიულოცოს.

39 პროცენტი ამბობს, რომ „ნამდვილად უნდა მიულოცოს“; 28 პროცენტი – „სავარაუდოდ უნდა მიულოცოს“; 5 პროცენტი – „სავარაუდოდ არ უნდა მიულოცოს“; 3 პროცენტი – „ნამდვილად არ უნდა მიულოცოს“; არ ვიცი/უარი პასუხზე – 25 პროცენტი.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5 პროცენტს შეადგენს.