„არ მინახავს რა კვლევა გამოქვეყნდა“ - IRI-ს წარმომადგენელი „რუსთავი-2“-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე

„არ მინახავს რა კვლევა გამოქვეყნდა“ - IRI-ს წარმომადგენელი „რუსთავი-2“-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე

„საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში“ (IRI) აცხადებენ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.ორგანიზაციაში იმასაც აცხადებენ, რომ ისინი კვლევაზე მართლაც მუშაობენ, თუმცა შედეგების გავრცელებას კვირის ბოლოს გეგმავენ.

„ჩვენ ვუკეთებთ პარტიებს პრეზენტაციებს, ვინ რა მიაწოდა რუსთავი 2-ს  არ ვიცი. არ მინახავს რა კვლევა გამოქვეყნდა. კვირის ბოლოს გავაკეთებთ კვლევის პრეზენტაციას, ეს კვლევა ყველაფერს შეეხება: ეკონომიკას, პოლიტიკას, საერთაშორისო ურთიერთობებს, მედიას და ა.შ. „ -განუცხადეს „პრაიმტაიმს“ ორგანიზაციაში.  

ცნობისთვის, „რუსთავი  2“-მა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, ტელეკომპანიის მტკიცებით კვლევები ჯერ IRI არ გაუსაჯაროებია და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს გააცნო.