სტუდენტობის წლები რომ ჩამიმწარეთ თქვენი სექსუალური გამოხტომებით, თავად გამოაშკარავდებით თუ შევუერთდე ქალთა "metoo" მოძრაობას? - თამარ ივერი

სტუდენტობის წლები რომ ჩამიმწარეთ თქვენი სექსუალური გამოხტომებით, თავად გამოაშკარავდებით თუ შევუერთდე ქალთა "metoo" მოძრაობას? - თამარ ივერი

ცნობილი ქართველი სოპრანო თამარ ივერი სოციალურ ქსელში ეხმაურება ესპანელი საოპერო მომღერლისა და დირიჟორის, პლასიდო დომინგოს მიერ ლოს-ანჯელესის თეატრის დატოვების ფაქტს. ცნობისთვის,  პლასიდო დომინგომ თეატრი სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულების გამო დატოვა.

„გუშინ პლასიდო დომინგომ ლოს ანჟელესის თეატრი, რომელსაც მრავალი წელი ხელმძღვანელობდა - დატოვა!!

დღეს მომივიდა ამერიკის არტისტთა გილდიის იმეილი რომ მიუხედავად მისი გადადგომისა... გრძელდება მის "ქეისზე" გამოძიება. რადგან თავადაც ამ გილდის წევრი ვარ... მთხოვენ, თუ რაიმე ინფორმაციას ვფლობ...მივაწოდო გამოძიებას. (ნეტავ მხოლოდ ქალებს დაგვიგზავნეს თუ???)

მდაააა!! მას ჩემთვის რამდენჯერმე სპექტაკლის შემდგომ მოულოცია, შემოსულა საგრიმიოროში და... რა ვქნა, ხომ არ ჩავრთო კრეატივი ამ მოლოცვებში და მისგან პედრო ალმადოვარის ეროტიკული ტილო შევქმნა გამოძიებისთვის? დამატებით ინგრედინტებად, ცოტაოდენი ფანტაზია და დამაჯერებელი ტონია საჭირო და „კერძიც მზადაა".

ეს ყველაფერი ხუმრობით, მაგრამ... ამ მომენტში მხოლოდ ის ფრაზა მახსენდება: ვინც უცოდველია, პირველი ქვა მან ესროლოსო... 2013 წელს მეგონა მხოლოდ მე ვიყავი მსოფლიო საოპერო სამყაროს ერთადერთი მსხვერპლი და განტევების ვაცი და დღესდღეობით ეს ყოველივე უკვე ნორმად და ჩვეულებრივ რუტინად გადაიქცა. წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრი ცნობილი მომღერლები, რეჟისორები, დირიჟორები ხდებიან "შარის" და სკანდალების მიზეზნი და სერიოზულად უმუხრუჭდებათ კარიერა.

მაინტერესებს, ადრე, კალასის და კარაიანის ეპოქაში მსგავსი არ ხდებოდა თუ არ საუბრობდნენ? ფაქტია რომ მაშინ მხოლოდ მათ ხელოვნებაზე იყო საუბარი და მათი კულისებს მიღმა ცხოვრება ნაკლებ აქტუალური იყო. ალბათ ისეთ დიდ სიტყვას ამბობდნენ ისინი სცენაზე და ისე "აძღობდნენ" პუბლიკას მათი ხელოვნებით რომ ხალხს მათგან მეტი არც არაფერი აინტერესებდათ. დღეს კი ის უფრო აინტერესებთ... რა სკანდალურს აკისრებინებს რეჟისორი სცენაზე მომღერალს, რომელი ბრენდის კაბა აცვია კონცერტზე, ვილა სად შეიძინა, ვისთან დადის, სელფი ვისთან გადაიღო, რა პოსტი დადო და ა.შ. ამ ყოველივეს, ცოტა OK სიმღერაც თუ დაემატა... უკვე წარმატებულად შეიძლება ჩაითვალო.

სამწუხაროდ, არავინ იცის სად იმალება ამ "ქეისებში" ჭეშმარიტება. ფაქტი ერთია რომ დღეს ნებისმიერს, ყოველგვარი ხელთ არსებული მასალის გარეშე, მხოლოდ ორი წინადადების გამოქვეყნებით რომ 20-30 წლის წინ მათ შორის სადღაც რაღაც იყო... ერთი ხელის მოსმით შეუძლია ცნობილ ხელოვანს წლების განმავლობაში ნაშენი და ნალოლიავები კარიერა ერთ დღეში კარტის სახლივით ჩამოუშალოს.შეიძლება წლების მანძილზე გამოძიებამ ვერც ვერაფერი ხელმოსაჭიდი ნახოს, მაგრამ მუსიკოსი უკვე ფსიქოლოგიურად გაფუჭებულ და კარიერას გამოთიშულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს. ჯეიმს ლევაინი, პლასიდო დომინგო, დანიელე გატი, ვიტორიო გრიგოლო, სტეფენ ლორდი, პეტერ მარტინი, ჩარლზ დუტო, იშტვან სიმონი, იაშა ბროდსკი და სხვას მრავალს უკვე შეერყა კარიერა ამ ბრალდებებით... თუმცა არ ვიცი უკვე როგორ ჯობია. ეს "სექსუალური ვნების გამოვლენის ფენომენი" ისტორიულად ასწლეულებია არსებობდა და კვლავაც იარსებებს. იმასაც მივესალმები რომ თუ ვინმე მისი ქცევით შენზე სერიოზულად ძალადობს და მუშაობაში ხელს გიშლის... ის უნდა გამოააშკარავო, მაგრამ ისიც ფაქტია რომ ასეთი "დემოკრატიის" პირობებში იმის ალბათობაც დიდია რომ მავანნი ინტრიგებსაც მიმართავენ, მოუგონარს მოიგონებენ, ბუზს სპილოდ უქცევენ მიზნის მისაღწევად და ადამიანის "გასაფუჭებლად". ასეთ დროს ჭუჭყი უფრო მეტი გროვდება - ვიდრე სიმართლე და თითქმის შეუძლებელია დაამტკიცო ჭეშმარიტება. თქვენ როგორ ფიქრობთ მეგობრებო????

პ.ს. ისა... და... რადგან ამ თემაზე ვწერ, ცნობისათვის... ორო მომღერალო ბატონო თბილისის ოპერის გუნდიდან, მთელი სტუდენტობის წლები, ოპერაში მუშაობისას პატარა ლამაზ, ობოლ გოგოს რომ ჩამიმწარეთ თქვენი სექსუალური გამოხტომებით და საკოცნლად გაწევ გამოწევებით წლები და დღეს, ვითომც არაფერი ისე რომ მესალმებით, თუმცა უკვე მოწიწებით... თავად გამოაშკარავდებით თუუ... შევუერთდე ქალთა "metoo" მოძრაობას და დავდო ახალი პოსტი? არა!! ამ თემით თავის გაპიარებას არ ვაპირებ. ადრე თუ გვიან ღმერთი თავად აგაფარებთ მის საგანაჩენო "პოსტებს"ყოველ თქვენგანს!!“ - წერს თამარ ივერი.