საფუძველი მაქვს, რომ NDI-ის კვლევებს არ ვენდო, განსაკუთრებით პოლიტიკურ ნაწილში - კახა კალაძე

საფუძველი მაქვს, რომ NDI-ის კვლევებს არ ვენდო, განსაკუთრებით პოლიტიკურ ნაწილში - კახა კალაძე

მაქვს იმის საფუძველი, რომ არ ვენდო NDI-ის კვლევებს, განსაკუთრებით პოლიტიკურ ნაწილში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ NDI-ის კვლევებზე საუბრისას განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, კვლევებთან დაკავშირებით მათი პოზიცია ცნობილია და თავად მასაც საკითხის თაობაზე მოსაზრება არაერთხელ დაუფიქსირებია.

„შეიძლება დაისვას კითხვა, რატომ ვართ ასე განწყობილი იმ კვლევებთან დაკავშირებით, რომელსაც ეს კონკრეტული ორგანიზაცია საქართველოში უკვეთავს იმ მკვლევარებს, ვინც ამ მიმართულებით საქმიანობს. 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ შეგიძლია ამოვიღოთ მათ მიერ ჩატარებული ნებისმიერი კვლევა, შედეგები ვნახოთ და თუ როგორ ვითარდებოდა შემდეგ მოვლენები. შესაბამისად, მაქვს საფუძველი იმისა, რომ არ ვენდო კვლევებს განსაკუთრებით პოლიტიკურ ნაწილში", - განაცხადა კახა კალაძემ.