ხაზარაძე ბეჟუაშვილის მეშვეობით, სააკაშვილის აქციებს  აფინანსებდა  - Открытая Украина

ხაზარაძე ბეჟუაშვილის მეშვეობით, სააკაშვილის აქციებს აფინანსებდა - Открытая Украина

უკრაინულმა გამოცემამ «Открытая Украина»-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ეხება საქართველოში განვითარებულ , „თი-ბი-სი“ ბანკისა და მისი მმართველი საბჭოს წევრების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ირგვლივ განვითარებულ სკანდალს.

გთავაზობთ პუბლიკაციის სრულ ტექსტს:

„ მიმდინარე ზაფხული საქართველოში პოლიტიკური და ეკონომიკური სკანდალებით მდიდარი აღმოჩნდა.

 ამ დღეებში საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განცხადება გააკეთა,  კავკასიის უმსხვილესი ბანკის TBC -ის  მიერ მრავალმილიონიანი თანხების გათეთრების შესახებ გამოძიების დასრულების თაობაზე. 20 მილიონი ამერიკული დოლარის გათეთრების საქმეში მთავარ ეჭვმიტანილად მიიჩნევიან მინორიტარული აქციონერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.

სისხლის სამართლის აღნიშნულ საქმეს შესაძლოა შორსმიმავალი,მათ შორის პოლიტიკური შედეგები ქონდეს. მას მერე, რაც რუსი დეპუტატი-კომუნისტის, გავრილოვის მცდელობამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან ეხელმძღვანელა მართლმადიდებელი კოლეგებისთვის, მამუკა ხაზარაძემ საზეიმოდ გამოაცხადა საქართველოში ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის შექმნის თაობაზე. ხაზარაძის თქმით,მოძრაობის მიზანი უნდა ყოფილიყო ქვეყნის მმართველი ძალის, “ქართული ოცნებისა“ და მისი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებისაგან ჩამოშორება.

ივანიშვილ-ხაზარაძის კონფლიქტი რამდენიმე წელს ითვლის, მაგრამ საზოგადო სივრცეში მან  გასული წლის ბოლოს გადაინაცვლა, როდესაც პროკურატურამ ხაზარაძის და მისი პარტნიორის, ჯაფარიძის წინააღმდეგ  სისხლის სამართლის  საქმის აღძვრის შესახებ გამოაცხადა. საქმე ისაა, რომ ხაზარაძე TBC კომპანიის ჯგუფთან, ასევე აშშ-ს საინვესტიციო კომპანიასთან ერთად 4 წლის განმავლობაში  დასავლეთ საქართველოს  ტერიტორიაზე აშენებენ ღრმაწყლოვან პორტს, აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარედ,დაბა ანაკლიაში. პორტს საქართველოსთვის ძალიან დიდი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური მნიშვნელობა გააჩნია, რამდენადაც სწორედ ამ პორტმა უნდა უზრუნველყოს ტვირთბრუნვის მკვეთრი ზრდა შუა აზიის ქვეყნებთან და ჩინეთთან. შავი ზღვის ყველაზე ღრმაწყლოვანი პორტი თანმხლები ინფრასტრუქტურით, ტერმინალით, აეროპორტით  და რკინიგზით საქართველოს საინტერესო პერსპექტივებს უხსნის.

ქვეყნის მთავრობამ, იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის(იგი ამჯერად ხაზარაძის მიერ ანონსირებული მოძრაობის თანადამფუძნებელია), გამარჯვება პორტის მშენობლობასთან დაკავშირებულ ტენდერში სწორედ ხაზარაძის კონსორციუმს მიაკუთვნა.

თუმცა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ვნებათა ღელვას ხელი შეუწყო მსოფლიო პოლიტიკის მთავარი მოთამაშეების გააქტიურებამ. მოხდა რუსეთის, ჩინეთისა და აშშ ინტერესების შეჯახება. ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთს სამართლიანად მიიჩნევს ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურის ექსპლოატაციაში შესვლის ძირითად ბენიფიციარად, ამდენად აჭიანურებს სამუშაოების დასრულებას. ჩინეთი თავის მხრივ  დაინტერესებულია პორტის მშენებლობის უსწრაფესი დასრულებით, რაც უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის ტვირთნაკადის გასაფართოვებლად ევროპის მიმართულებით, რაც „ახალი აბრეშუმის გზის“ გლობალურ სავაჭრო პროექტს უკავშირდება. რუსეთი კი ყოველმხრივ ეწინააღმდეგება ანაკლიის პორტს,რამდენადაც, თეორიულად ღრმაწყლოვან პორტში  შესაძლოა აშშ სამხედრო-საზღვაო ფლოტის  წყალქვეშა ნავების ბაზირება. მას ასევე არ აძლევს ხელს კავკასიაში ჩინეთის პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის მკვეთრი ზრდის შესაძლებლობა.

ამ წლების მანძილზე ბიძინა ივანიშვილი ამჟღავნებდა პოლიტიკური ეკვილიბრისტიკის სასწაულებს, პარადოქსალურად ითვალისწინებდა რა ამ სამი მხარის განსხვავებულ ინტერესებს. ბოლო პერიოდში იგი სულ უფრო მეტად გადაიხარა ჩინური ინვესტიციების მოზიდვის სასარგებლოდ, რაც ამ სახელმწიფოს გზას უხსნის ანაკლიის პორტისკენ. შესაძლოა ამ გზით  მას სურს ძალთა ბალანსის შეცვლა რეგიონში შეკავება-წონასწორობის კონსტრუქციის შექმნის მეოხებით, რაც საქართველოს  უფრო მეტ სიმყარესა და სტაბილურობას მოუტანს. დღევანდელ საქართველოში ძალზედ დიდია ამერიკული გავლენა (ამერიკაზეა ორიენტირებული ოპოზიციის ნაწილი, არაკომერციული ორგანიზაციები და მასმედია), ამასთან ერთობ შესამჩნევია საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება რუსეთზე და მისგანვე მომდინარე ეგზისტენციალური საფრთხე. ამ თამაშში ჩინეთის, როგორც დაინტერესებული ეკონომიკური აქტორის შესვლას შეუძლია საქართველო ნაწილობრივ მაინც გამიჯნოს მკვეთრი პოლიტიკური დესტაბილიზაციისგან, რაც აშშ-ს და რუსეთისგან მომდინარეობს.რომ არაფერი ითქვას კავკასიური რესპუბლიკის ეკონომიკური პოტენციალის მკვეთრ ზრდაზე.

ივანიშვილის გეგმის რეალიზების გზაზე აღმოჩნდა მამუკა ხაზარაძე, რომელიც  4 წელია ფაქტიურად საბოტაჟს  აწყობს პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით, ითხოვს რა მრავალრიცხვოვან დათმობებს მოგებული ტენდერის ირგვლივ. ამასთან,ხაზარაძე აქტიურად ასპონსორებს ოპოზიციას და კოორდინირებს ექს-პრეზიდენტ სააკაშვილთან. მეკავშირის როლს ხაზარაძე-სააკაშვილს შორის ასრულებენ ძმები ,დავით და გელა ბეჟუაშვილები. გ.ბეჟუაშვილის ეკავა უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტი სააკაშვილის  პრეზიდენტობისას, ხოლო დავითი სახსრებს მოიძიებდა „ახალი ძალების რუხისთვის“  რადას ამასწინანდელ არჩევნებზე.

ცნობილია, რომ მამუკა ხაზარაძე გასულ წელს საპროტესტო აქციებს აფინანსებდა, რომლებიც  მიხეილ სააკაშვილის პარტიის მიერ იყო ორგანიზებული. გამოითქმება აზრი, რომ გასულ თვეში თბილისში, პარლამენტის შენობასთან მომხდარ პოლიციისა და დემონსტრანტების შეტაკების უკანაც სწორედ ხაზარაძე იდგა. თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილი ბრალს სდებს ბიძინა ივანიშვილს ანაკლიის  ნავსადგურის მშენებლობის შეჩერებაში, ვითომდა კრემლის ინტერესების შესაბამისად.

თბილისში ივნისის თვეში მომხდარი შეტაკებების შემდეგ დავით ბეჟუაშვილმა საჩქაროდ დატოვა საქართველოს ტერიტორია თავის ოჯახთან ერთად. მამუკა ხაზარაძეს სერიოზული სასამართლო გარჩევები ემუქრება.

რა მომავალი ელოდება ანაკლიის ნავსადგურს? ვისგან მოახერხებს დაფინანსებას უკრაინის ადგილობრივ არჩევნებზე მიხეილ სააკაშვილი? როგორ გადაარჩენს თავის აქტივებს საქართველოში დავით ბეჟუაშვილი? შესაძლოა, ჩვენ ამ კითხვებზე პასუხი უახლოეს თვეებში მივიღოთ“, - ვკითხულობთ სტატიაში.

 

მასალა მომზადებულია ზურაბ ქელეხსაშვილისა და სიმონ კილაძის მიერ, უკრაინული გამოცემის Открытая Украина»-ს მიხედვით.

 

წყარო: http://www.open-ua.net/2019/07/anaklia.html?fbclid=IwAR0WAqCSaUTab4dOkURfOLc6Dvd_InVXWqMzGCl2RVzE1g2CY11b7tBuu0A

 

https://from-ua.com/obzor-pressi/503740-gruzinskii-port-i-ukrainskie-vibori.html