სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რათა ეს დანაშაული იყოს გამოძიებული - თალაკვაძე „TV პირველზე“ განხორციელებულ კიბერშეტევაზე

სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რათა ეს დანაშაული იყოს გამოძიებული - თალაკვაძე „TV პირველზე“ განხორციელებულ კიბერშეტევაზე

„ჩვენ პატივს ვცემთ ყველა მედიას, რომელიც ობიექტურად მაუწყებლობს. დაველოდოთ გამოძიებას. როგორ შეიძლება სახელმწიფო აკეთებდეს იმას, რაც შემდეგ მისი გამოსაძიებელია" , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯომარემ, არჩილ თალაკვაძემ „TV პირველზე" განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რათა ეს დანაშაული იყოს გამოძიებული.

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში კიბერდანაშაულთან ბრძოლა გამოსწორდა.  ეს არის მსოფლიო პრობლემა, საქართველო ჩართულია ევრო საბჭოს შესაბამის ფორმატებში, რაც კონკრეტულად ტელევიზიას ეხება. მე გარწმუნებთ, რომ სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რათა ეს დანაშაული იყოს გამოძიებული.  ეს არის რთული სფერო გამოძიებისთვის, თუმცა ძალისხმევას არ დაიშურებენ შესაბამისი სამსახურები. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა მედიას, რომელიც ობიექტურად მაუწყებლობს. ოპოზიციის ბრალდება უფრო სპეკულაციას ჰგავს. დაველოდოთ გამოძიებას. როგორ შეიძლება სახელმწიფო აკეთებდეს იმას, რაც შემდეგ მისი გამოსაძიებელია“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, დღეს ტვ "პირველზე" კიბერ შეტევა განხორციელდა. არხი პარალიზებულია, ეთერში ვერ გადის საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემები.