ტვ „პირველი" არ იყიდება! თავისუფლება არ იცვლება! - TV პირველის დამფუძნებელი

ტვ „პირველი" არ იყიდება! თავისუფლება არ იცვლება! - TV პირველის დამფუძნებელი

TV „პირველის" დამფუძნებელი ვატო წერეთელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: 

„სამ საათზე იწყება სასამართლო პროცესის ახალი სერია. პროცესის რომელსაც არც მომჩივანი ჰყავს და არც დაზარალებული. პროცესის რომლის მიზანია, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის, მძევლად აყვანა და მისი თავისუფლებით ჩემთან ვაჭრობა.

P.S. დღეს 17:00, შეხვედრა გაიმართება ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.

არ გამოვა!!! 
ტვ `პირველი" არ იყიდება!!!
თავისუფლება არ იცვლება!" , - წერს ვატო წერეთელი.

პროკურატურა ტვ „პირველის" დამფუძნბელის ვატო წერეთლის მამას ბიზნესმენ ავთნდილ წერეთელს 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის დახმარებას ედავება (სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით).