დავით კეზერაშვილი TV „ფორმულას" საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა

დავით კეზერაშვილი TV „ფორმულას" საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ტელეკომპანია “ფორმულას” წილის 51%-ის, ანუ საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას netgazeti ავრცელებს.

ამჟამად 49 პროცენტს ფლობენ ფორმულა კრეატივის დამფუძნებლები: მიშა მშვილდაძე, ირაკლი საღინაძე, ზუკა გუმბარიძე და გიორგი ლიფონავა, თითოეული მათგანი- 12.25%-ს. ტელეკომპანიას დავით კეზერაშვილი დააფინანსებს.

შპს ფორმულას მაუწყებლობის ავტორიზაცია უკვე მიღებული აქვს. მის საინფორმაციო სამსახურს რუსთავი 2-ის ყოფილი ჟურნალისტი გიორგი ლაფერაშვილი უხელმძღვანელებს.