გიგა ჭიკაძემ UFC-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო

გიგა ჭიკაძემ UFC-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო

დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატზე (UFC) სადებიუტო ბრძოლა გამართა. მისი მეტოქე ამერიკელი ბრენდონ დევისი იყო. ამის შესახებ გამოცემა MMA Fighting-ი წერს. 

სამივე რაუნდის განმავლობაში ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. თავდაპირველად შეხვედრის დასრულების შემდეგ გამოცხადდა, რომ დევისისა და ჭიკაძის ორთაბრძოლა ფრედ (29:29, 29:28, 28:29) დასრულდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ხმები არასწორად დაითვალეს და გამარჯვებული სწორედ ქართველი მებრძოლი იყო - (29:29, 29:28, 28:29) .