რუსეთის ტელევიზიის საკვირაო ანალიტიკური პროგრამა «Вести» საქართველოს შესახებ

რუსეთის ტელევიზიის საკვირაო ანალიტიკური პროგრამა «Вести» საქართველოს შესახებ

14 ივლისს, რუსეთის ტელევიზიის საკვირაო საინფორმაციო-ანალიტიკურ პროგრამებში («Первый канал», «Россия-1» და ..) დიდი დრო დაეთმო საქართველოს შესახებ მომზადებულ ვიდერეპორტაჟებს, რომლებიც ვლადიმერ პუტინის განცხადების თემატიკას იყო მორგებული.

განსაკუთრებით ბევრი იყო საარქივო-დოკუმენტური მასალები აფხაზეთზე, "სამხრეთ ოსეთზე" «Россия-1»-ის პროგრამა «Вести»-ში (20.00), რომლის თითქმის ერთსაათიან სიუჟეტში ლაპარაკობდნენ აფხაზი ისტორიკოსები, პოლიტიკოსები... გაიხსენეს იოსებ სტალინი, ლავრენტი ბერია, ნესტორ ლაკობა... თუ როგორ „ჩაგრავდნენ“ ქართველები აფხაზებს და ოსებს ყველა დროში და ყველა ეპოქაში... ისაუბრეს დღევანდელ ურთიერთობებზეც - საქართველოს ეკონომიკურ დამოკიდებულებაზე რუსეთთან მიმართებით, ნაჩვენები იქნა ქართველების მიმართ რუსების დამოკიდებულების პროცენტული მაჩვენებლები 2004 (კარგი - 66%) და 2019 წლებში (კარგი - 37%)... ტელეეთერში გადაიცა რუსი პოლიტიკოსების ვიაჩესლავ ვოლოდინის, სერგეი მირონოვის, ვლადიმერ ჟირინოვსკის, გენადი ზიუგანოვის განცხადებები, ასევე რუსეთში მცხოვრები ქართველების (ქართული წარმოშობის) მოღვაწეების - ამირან რევიშვილის (ქირურგი, პროფესორი), ნიკოლოზ ცისკარიძე, მიხეილ მამიაშვილის პოზიციები... აგრეთვე საფრანგეთში მცხოვრები ოთარ იოსელიანის თვალსაზრისი:

ოთარ იოსელიანი დიდი ხანია საფრანგეთში ცხოვრობს და ფილმებს იქ იღებს. მის კაბინეტში მეგობრების ფოტოსურათები ალექსანდრე პუშკინთანმეზობლობენ, - ნათქვამია რუსუი ტელეჟურნალისტების მიერ მომზადებულ ვიდეომასალაში. თავის პოზიციას გამოხატავს თვითონ ოთარ იოსელიანიც: „რას ვიზამთ... [გაბუნიას მსგავსები] სადღაც სხედან და ლაპარაკობენ... ეს სამარცხვინო ლაქაა. ვფიქრობ, როგორც გაჩნდა, ასევე გაქრება. სწორად განაცხადა პუტინმა - მათთვის ძალიან დიდი პატივი იქნება მათ შესახებ ვილაპარაკოთო. ნათქვამია - ერთი მახინჯი ყველგან არსებობს. ჩვენ დიდ ხანს ვიყავით ერთად, საერთო ისტორია გვაქვს და ჩვენი ორი ხალხის დაპირისპირებას ვერავინ შეძლებს“.

ალბათ, (სიტუაციის გამოსასწორებლად) ქართველებს ქართული სიბრძნე ეყოფათ, რუსებს კი - რუსული მოთმინება“, - აღნიშნულია ტელესიუჟეტის დასასრულს.

 

https://russia.tv/video/show/brand_id/58500/episode_id/2185473/video_id/2201854/