სიდნეიში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილები დააკავეს

სიდნეიში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილები დააკავეს

ავსტრალიის კონტრტერორისტულმა პოლიციამ, სიდნეის გარეუბანში, დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავა. დაკავებულები 20, 23 და 30 წლის მამაკაცები არიან. 

ავსტრალიური მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილების დასაკავებლად სამართალდამცველებმა ჩხრეკა ექვს მისამართზე ჩაატარეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები ეჭვმიტანილი არიან რამდენიმე ადგილზე თავდასხმების მომზადებაში.