„მე არ ვაპირებ ნინო ქათამაძის გასამართლებას…“ - სოსო პავლიაშვილი

„მე არ ვაპირებ ნინო ქათამაძის გასამართლებას…“ - სოსო პავლიაშვილი

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი სოსო პავლიაშვილი, მომღერალ ნინო ქათამაძის გადაწყვეტილებას ეხმაურება, იმის შესახებ, რომ რუსეთში კონცერტებს აღარ გამართავს. პავლიაშვილის კომენტარს რუსული სააგენტო “რია ნოვოსტი” აქვეყნებს.

„ეს მისი გადასაწყვეტი იყო. მე ვფიქრობ, რომ ის დიდი ტალანტია, მაგრამ მის ადგილზე მე მსგავს გადაწყვეტილებას არ მივიღებდი. მე არ ვაპირებ ნინო ქათამაძის გასამართლებას…“ - განაცხადა პავლიაშვილმა.

პავლიაშვილმა მოუწოდა საზოგადოებას, დრო მისცენ ქათამაძეს, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდეს.

შეგახსენებთ, ქათამაძემ, რუსეთში გამართული ბოლო კონცერტის შემდეგ განაცხადა, რომ, გამომდინარე ბოლო მოვლენებიდან, პროტესტის ნიშნად, რუსეთში კონცერტების გამართვას აღარ აპირებს.