ჩეხეთმა რუსულ ავიაკომპანიებს ფრენის უფლება გაუხანგრძლივა

ჩეხეთმა რუსულ ავიაკომპანიებს ფრენის უფლება გაუხანგრძლივა

ჩეხეთმა 2 რუსულ ავიაკომპანიას ფრენის უფლება 7 ივლისამდე გაუხანგრძლივა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ჩეხეთმა ორ რუსულ ავიაკომპანიას პრაღის მიმართულებით ფრენები შეუჩერა.

რუსეთმა ანალოგიური აკრძალვა 7 ივლისამდე შეაჩერა, რის შემდეგაც პრაღამ რუსულ ავაკომპანიებს ფრენი უფლება ამავე თარიღამდე მისცა.

რუსული მედიის ცნობით, „აეროფლოტს“ და „ურალის ავიახაზებს“ ჩეხეთში ფრენა Czech Airlines-თან უთანხმოების გამო უჩერდებათ. ჩეხურ კომპანია ტრანსსიბირის ტრასის გამოყენება და ციმბირის გავლით სეულში ფრენების განხორციელება სურდა, რაზეც უარი მიიღო.