რას წარმოადგენს ელექტრონული სამაჯური, რომელიც ნიკა მელიამ უნდა ატაროს

რას წარმოადგენს ელექტრონული სამაჯური, რომელიც ნიკა მელიამ უნდა ატაროს

"ელექტრონული მონიტორინგი არის ტექნიკური საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს 24 საათიან რეჟიმში ადამიანის ადგილსამყოფელის დადგენის შესაძლებლობას, მათ შორის ეს შესაძლოა განხორციელდეს ე.წ. სამაჯურის გზით, – ამის შესახებ პროკურატურის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა. 

როგორც პროკურორმა განაცხადა, სააპელაციო სასამართლომ ნიკა მელიას დამატებით ელექტრონული მონიტორინგის გარდა, კვლავ ძალაში დაუტოვა საცხოვრებელი სახლის დატოვების და საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით დაწესებული აკრძალვები.

„ეს არის ტექნიკური საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს 24 საათიან რეჟიმში ადამიანის გადაადგილების და მისი ადგილსამყოფელის დადგენის შესაძლებლობას, მათ შორის ეს შესაძლოა განხორციელდეს ე.წ. სამაჯურის გზით. რაც შეეხება საცხოვრებელი სახლის დატოვებას, საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით დაწესებულ აკრძალვებს, სასამართლომ სრულად დატოვა ძალაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. წინასწარი ინფორმირება საგამოძიებო ორგანოსი საცხოვრებელი ადგილის დატოვების საკითხზე, კვლავ ძალაში რჩება“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას ელექტრონულ მონიტორინგს პროკურატურა განახორციელებს.