„მელია დარღვევების ოსტატია და შესაძლოა, სასამართლო გადაწყვეტილება დაარღვიოს“

„მელია დარღვევების ოსტატია და შესაძლოა, სასამართლო გადაწყვეტილება დაარღვიოს“

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ნიკა მელია დარღვევების ოსტატია და შესაბამისად არ გამორიცხავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაც დაარღვიოს. 

ვოლსკის აზრით, მელიასთან დაკავშირებით სასამართლო ობიექტურად და დამოუკიდებლად მოქმედებს, რაც ადასტურებს, რომ ქვეყანაში პროცესები დემოკრატიულად მიმდინარეობს.

„რაც შეეხება პარლამენტის გადაწყვეტილებას, პარლამენტს არ მიუღია გადაწყვეტილება სასამართლოს ნაცვლად. აქ უბრალოდ, მოხდა დეპუტატის გათანაბრება უფლებრივად მოქალაქესთან, რათა პროკურატურას სრულფასოვნად ჰქონოდა საკუთარი უფლება-მოვალეობების განხორციელების საშუალება. დღეს სასამართლო გადაწყვეტილებას არ იღებს პოლიტიკური ჯგუფების ინტერესების კარნახით. შესაბამისად, თუ ვინმეს ეს არ მოსწონს, მისი უფლებაა“, -  განუცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებს.