კრემლის აკრძალვა სპორტსაც შეეხო - ბათუმში ბილიარდის ჩემპიონატი აღარ ჩატარდება

კრემლის აკრძალვა სპორტსაც შეეხო - ბათუმში ბილიარდის ჩემპიონატი აღარ ჩატარდება

ტურისტული ემბარგოს გაგრძელება კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩაშლით და აკრძალვებით - რუსეთმა ბილიარდში მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც საქართველოში უნდა ჩატარებულიყო ჩაშალა.

ამის შესახებ იმ წერილშია საუბარი, რომელიც რუსეთის ბილიარდის ფედერაციამ, საქართველოს ბილიარდის ფედერაციას გამოუგზავნა. ამის გარდა, კრემლმა პრაქტიკულად შეზღუდვა ღიად დაუწესა კულტურის სფეროს წარმომადგენლებს - უფრო კონკრეტულად კი მოსკოვი, ნინო ქათამაძის გადაწყვეტილების საპასუხოდ, მოუწოდებს არტისტებს თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან.

როგორც ჩანს გაუქმდება ბათუმში დაგეგმილი ა-სტუდიოს კონცერტი. ამ ფაქტებისგან განსხვავებით, გამოჩდნენ კრემლის წინააღმდეგ წასული მსახიობებიც - რუსი კომიკოსი ანტონ აბრამოვი ალტერნატიულ გზებს ეძებს საქართველოში ჩამოსასვლელად. 

 

აჭარის ტელევიზია