„პრეზიდენტმა უარი თქვა დასწრებოდა მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეას“

„პრეზიდენტმა უარი თქვა დასწრებოდა მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეას“

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის,  ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა, მიწვევის მიუხედავად, უარი განაცხადა დასწრებოდა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის გახსნის საზეიმო ღონისძიებას, რომელიც 19 ივნისს თბილისში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა.

„პრეზიდენტს ჰქონდა მოწვევა აღნიშნულ მიღებაზე, თუმცა მან უარი განაცხადა ამ მიღებაზე დასწრებაზე და მეტიც, ის იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც გამოეხმაურა და პოლიტიკური შეფასება მისცა აღნიშნულ ფაქტს“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, 28 ივნისს „ტვ პირველზე“ გავიდა უზუსტობა – ავლაბრის რეზიდენცია, რომელიც ამჟამად ცერმონიების სასახლეა, არაერთხელ ნახსენები იყო, როგორც პრეზიდენტის სასახლე და ამასთან ითქვა, რომ თითქოს ღონისძიებას პრეზიდენტიც ესწრებოდა.