ვაჟა-ფშაველაზე მეტროს შახტის დემონტაჟი დაიწყო

ვაჟა-ფშაველაზე მეტროს შახტის დემონტაჟი დაიწყო

ვაჟა-ფშაველას გამზირის N83-ის მიმდებარედ, გზის სავალ ნაწილზე არსებული მეტროს 50-ე შახტის დემონტაჟი დაიწყო. პროექტი 3 თვეში უნდა დასრულდეს და და ვაჟა-ფშაველას გამზირზე დაახლოებით 200-მეტრიან მონაკვეთზე ახალი სამანქანო გზა და გამწვანებული ტერიტორია მოეწყობა.

სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებლად გადაადგილებისთვის მოცემული შახტის დაღრმავება და გადახურვაა საჭირო, რათა მან ფუნქცია არ დაკარგოს.

სამუშაოები, ასევე, მოცემულ ობიექტზე არსებული უფუნქციო შენობა-ნაგებობებისა და ლითონის ღობის დემონტაჟს გულისხმობს. პარალელურად, რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ საგზაო საფარს, მოეწყობა ტროტუარები ახალი ბორდიურით, ლითონის მოაჯირები, ლითონის ცხაურები ხეებისთვის და სანიაღვრე სისტემა