1-ელი ოქტომბრიდან ტაქსების ახალი რეფორმა იწყება

1-ელი ოქტომბრიდან ტაქსების ახალი რეფორმა იწყება

დედაქალაქის მერიაში, თბილისის მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე საკითხზე ისაუბრა, მათ შორის ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით.

კალაძის თქმით, ოქტომბრიდან ტაქსების მეორე რეფორმა ამოქმედდება, მანამდე კი იუსტიციის სახლში გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე, სადაც ტაქსის მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლობონ სპეციალური მომსახურებით.

"პირველი ოქტომბრიდან ძალაში შედის ტაქსების მეორე რეფორმა. ამოქმედდება ორი კატეგორიის რეფორმა: A და B კატეგორია. A არის სპეციალური მაინდენტიფიცირებელი და გამოყენების მქონე თეთრი ფერის ტაქსები, ხოლო B არის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ იყენებს მაინდენტიფიცირებელ საშუალებას, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერის ფერის ტაქსი და შეკვეთას იღებს აპლიკაციის და სატელეფონო შეტყობინების საშუალებით.

ტაქსების კატეგორიებად დაყოფა პირველი ივლისიდან უკვე დავიწყეთ, რაც  იმას ნიშნავს რომ ტაქსის ნებართვის მფლობელი უთითებს თუ რომელ კატეგორიასი სურს მას საქმიანობის გაგრძელება. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ამ პროცეში ჩართულია იუსტიიცის სამინისტრო  და 10 ივლისიდან იუსტიციის სახლში გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე, სადაც ტაქსის მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ მიმართონ და ისარგებლობონ სპეციალური მომსახურებით", - განაცხადა თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ.