საპროტესტო აქცია  - „მართლმსაჯულება გადასარჩენია“

საპროტესტო აქცია - „მართლმსაჯულება გადასარჩენია“

„მართლმსაჯულება გადასარჩენია“ – ამ სლოგანით საკანონმდებლო ოგანოსთან აქცია მიმდინარეობს, რომელსაც იურისტები მართავენ. აქციას ასევე ესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელები და ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი. 

„სამოქალაქო საზოგადიების მხრიდან მთავარი მოთხოვნა არის ის, რაც ადრე იყო, „კლანი“ უნდა გადადგეს. „კლანის“ გადადგომის გარეშე არანაირი კანონპროექტით, თუნდაც  ვენეციის კომისიის ასპროცენტიანი რეკომენდაციების გათვალისწინება მოხდეს, არ ეშველება სასამართლო სისტემას. უნდა შევიგნოთ, რომ ჩვენთან კანონში კი არ არის მთავარი პრობლემა, არამედ „კლანშია“, -  განაცხადა კახა კოჟორიძემ.      

„დღეს ამ სამარცხვინო პარლამენტის მხრიდან ხდება მურუსიძეების სასამართლოს გაფორმება და დაკანონება. ეს არის სასამართლო სისტემის სრული მურუსიზაცია, რასაც ჩვენ ვებრძოდით რამდენიმე წლის განმავლობაში. ბიძინა ივანიშვილის დაპირება, რომ იგი შეიცვლებოდა არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, გამოიხატა იმაში, რომ სასამართლო სისტემაში დაინიშნა ლევან მურუსიძე. კლანი გაძლიერდა და სასამართლო სისტემა 2045 წლამდე გადადის მთლიანად მათ ხელში“, – განაცხადა ხატიაშვილმა.

საპროტესტო აქციას შეუერთდნენ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრები ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე