„მერია დიღმის ტყე-პარკის დაბრუნებაზე აქტიურად მუშაობს“ - კალაძე

„მერია დიღმის ტყე-პარკის დაბრუნებაზე აქტიურად მუშაობს“ - კალაძე

თბილისის მერია აქტიურად მუშაობს დიღმის ტყე-პარკის დაბრუნებაზე, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ამ ტერიტორიის ნაწილი 90-იან წლებში გასხვისდა და თბილისის მერიის მიზანია, მოხდეს ამ ტერიტორიის გამოთავისუფლება, რათა ქალაქს სრულად შეუნარჩუნდეს უნიკალური ტყე-პარკი.

დედაქალაქის მერიამ კერძო მესაკუთრეებთან მოლაპარაკებები 2015 წლიდან დაიწყო. ამ დღეებში გაფორმდა შეთანხმება კიდევ ერთ მესაკუთრესთან, რომელსაც დიღმის ტყე-პარკში საკუთრებაში არსებული 679 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, მიწის ნაკვეთი ჩოლოყაშვილის ქუჩაზე გადაეცემა.

მოლაპარაკებების შედეგად ქალაქს საერთო ჯამში 27 086 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი დაუბრუნდა და ეს პროცესი კვლავ გრძელდება.