ქუცნაშვილმა დეპუტატის მანდატის დატოვება ოფიციალურად მოითხოვა

ქუცნაშვილმა დეპუტატის მანდატის დატოვება ოფიციალურად მოითხოვა

ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის მიზნით მიმართავს.

„გთხოვთ, შემიწყვიტოთ საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილება ვადამდე“ , -  აღნიშნულია მიმართვაში.

ზაქარია ქუცნაშვილის მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის აპარატს წარედგინა.

ზაქარია ქუცნაშვილმა პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილება მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის სხდომასთან დაკავშირებით განვითარებული პროცესების შემდეგ მიიღო.