სასამართლომ საპატრიარქოსთვის საგადასახადო პრივილეგია არაკონსტიტუციურად ცნო

სასამართლომ საპატრიარქოსთვის საგადასახადო პრივილეგია არაკონსტიტუციურად ცნო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ის მუხლი, რომლითაც საპატრიარქო ეკლესია-ტაძრების მშენებლობისას დღგ-სგან არის გათავისუფლებული.

"კონსტიტუციური სარჩელი №671 [სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია”, ააიპ „საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია”, სსიპ „ქრისტეს ეკლესია”, სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია”, ააიპ „მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონი”, სსიპ „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია”, ააიპ „ქართველ მუსლიმთა კავშირი”, სსიპ „წმინდა სამების ეკლესია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ] დაკმაყოფილდეს და საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტის სიტყვების “საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით” ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან ათავისუფლებს მხოლოდ საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით გაწეულ ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობის, რესტავრაციისა და მოხატვის მომსახურებას", -  ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში.