„მე რა შუაში ვარ? " - თამარ გვერდწითელი თბილისში განვითარებულ მოვლენებზე

„მე რა შუაში ვარ? " - თამარ გვერდწითელი თბილისში განვითარებულ მოვლენებზე

მოსკოვში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა თამარ გვერდწითელმა, გავრილოვის ვიზიტის შემდეგ თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გამოცემას „მოსკოვსკი კომსომოლეცი“ ესაუბრა.

კითხვაზე, თუ როგორ აფასებს 20 ივნისის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, მომღერალმა განაცხადა:

„მე რა შუაში ვარ? კითხვა უნდა დაუსვათ კრიტიკულად განწყობილ ქართველებს და მათ, ვინც კონცერტებს აუქმებს. მე არ შემიძლია გავაკეთო კომენტარი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. კულტურა განაგრძობს ცხოვრებას. რაც შეეხება ავიაფრენების აკრძალვას, ამის გამო რა თქმა უნდა, ვწუხვარ. საქართველოში ნათესავები და ახლობლები მყავს. შევეცდებით სხვა გზებით ჩასვლას. ეს არანაირად არ ეხება კონცერტებს".