„ვერავინ გაბედავს, მუშაობდეს შს სამინისტროში და კანონს გვერდი აუაროს" - ოხანაშვილი

„ვერავინ გაბედავს, მუშაობდეს შს სამინისტროში და კანონს გვერდი აუაროს" - ოხანაშვილი

„ვერავინ გაბედავს, მუშაობდეს შს სამინისტროში, კანონს გვერდი აუაროს და ვინმეს ხელი დააფაროს - ყველაფერს რეაგირება უნდა მოჰყვეს!“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ოხანაშვილის თქმით, შემდგომ ნაბიჯებსა და გადაწყვეტილებებზე სწორედ გამოძიების შედეგების შემდეგ უნდა იყოს საუბარი.

„როგორ ფიქრობთ, ვინმე საკუთარ თავს მისცემს უფლებას, რომ საქმე კანონზე დაფუძნებით არ გამოიძიოს და კანონს მიღმა იმოქმედოს?! ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 10 პირს უფლებამოსილება შეჩერებული აქვს. ზოგიერთ პირთან მიმართებაში დაწყებულია გამოძიება. საუბარია როგორც გენერალური ინსპექციის მიერ შემოწმებაზე, ასევე გამოძიების პროკურატურის მიერ წარმოებაზე. საკითხი კომპლექსურია. უმთავრესია ის, რომ არავის ჰქონდეს განცდა იმისა, რომ პოლიციელის მანტიას ამოფარებულს რაიმე სახის დანაშაულის ჩადენა შეეძლება. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პოლიციელის ღირსება იყოს დაცული, თუმცა თუკი იქ არის ვინმე, ვინც შესაძლო დანაშაულს ჩაიდენს, უნდა მოხდეს დროული რეაგირება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება. ეს პროცედურა მიმდინარეობს" , - განაცხადა ოხანაშვილმა.