ევროპარლამენტმა თავმჯდომარე ვერ აირჩია

ევროპარლამენტმა თავმჯდომარე ვერ აირჩია

ევროპარლამენტმა კენჭისყრის პირველ ტურში თავმჯდომარის არჩევა ვერ შეძლო. ამის შესახებ ევროპარლამენტის Twitter-ის გვერდზეა ნათქვამი.

ევროპარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილია ოთხი კანდიდატი, მათგან ერთ-ერთმა იტალიელმა სოციალ-დემოკრატმა დავიდ-მარია სასოლიმ ხმების უმრავლესობა 325 მოიპოვა; მეორე ადგილზე გავიდა ჩეხი ევროპელი კონსერვატორი და რეფორმისტი იან ზახრადილი 162 ხმით; მესამე ადგილი მოიპოვა გერმანიის „მწვანეთა“ წარმომადგენელმა სკა კელერმა 133 და მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა ესპანეთის ევროპის გაერთიანებულ მემარცხენეთა წარმომადგენელი სირა რეგო 42 ხმით.

კანდიდატს გასასვლელად პარლამენტარების ხმების არანაკლებ 50% სჭირდება.