11 წელი ომის შემდეგ: იქნებ დროა გაიზარდოთ, გენაცვალე?

11 წელი ომის შემდეგ: იქნებ დროა გაიზარდოთ, გენაცვალე?

სტატიაში განხილულია საქართველოს პოზიცია 2008 წლის აგვისტოს ომის მიმართ. როგორც სტატიის ავტორი, სამხედრო კორესპონდენტი ალექსანდრე კოცი წერს, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტიდან უკვე 11 წელი გავიდა, მაგრამ ქართველებს ჯერ კიდევ ვერ გაუცნობიერებიათ, თუ ვინ, რომელი მხარეა დამნაშავე „ხუთდღიანი ომის“ გაჩაღების საკითხში.

გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

„დღეს საქართველოში ყველგან, ყველა ტრიბუნიდან ისმის წამოძახილი - „რუსეთი აგრესორია“. წლები გავიდა და ქართველები მაინც ვერ აცნობიერებენ ერთ უბრალო ჭეშმარიტებას, რომელიც ჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით ევროკავშირის კომისიამ დაადგინა: ომი რუსეთს არ დაუწყია, ცეცხლი რუსეთს არ გაუხსნია რეაქტიული ზალპური სისტემებიდან ღამის ცხინვალისათვის, რუსეთს არ მიუყენებია თავისის ტანკები მშვიდობისმყოფლების ყაზარმებთან და არ უსვრია მათთვის მიბრჯნით...

საქართველომ საომარი მოქმედებები წინასწარ გამოუცხადებლად დაიწყო. და ბრძოლები წააგო. წაგებულს კი პრეტენზიების წამოყენების უფლება არ აქვს, მას მხოლოდ დამარცხების გაცნობირება შეუძლია - ეს ძალიან მძიმეა და ძნელი, მაგრამ აუცილებელი. ამის შემდეგ კი იმაზე უნდა იფიქრო, როგორ უნდა იცხოვრო სამომავლოდ - რუსეთთან კი არა, არამედ შენს უშუალო მეზობლებთან - აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. ანუ იმაზე უნდა იფიქრო, თუ რას შესთავაზებ მათ, „სეპარატისტების“ ძახილის გარდა.

სხვათა შორის 2009 წელს, აგვისტოს ომის დასრულებიდან ნახევარი წლის შემდეგ თბილისში ერთ-ერთ ქართველ მებრძოლს შევხვდი, რომელიც ომში მონაწილეობდა და ისროდა - ალბათ, ჩემი მიმართულებითაც, რადგან იმ დროს მეც ცხინვალში ვიყავი. ჩვენ თითქმის ერთ დროს დავიჭერით, თითქმის ერთი და იმავე ადგილზე.

მე ქართველი მებრძოლის მიმართ არანაირი პრეტენზია არ მქონია. აბა, რა უნდა მეთქვა? ომი იყო და ომში სროლა აუცილებელია: თუ შენ არ მოკლავ, მაშინ ის მოგკლავს. ასეთია ომის მწარე ლოგიკა. მაგრამ მან, ახალგაზრდა ლეიტენანტმა, მე პრეტენზიები წამომიყენა. „დრო გავა და დაბრძენდება, - გავიფიქრე მაშინ, - და გაიგებს, რომ სამყაროში შავისა და თეთრის გარდა სხვა ფერებიც არსებობს“.

დღეს, საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, უკვე ეჭვი მეპარება, რომ ის ლეიტენანტი 11 წლის შემდეგ დაბრძენდა - ისევე როგორც საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რომელიც იმ ჭირვეული ბავშვივით იქცევა, მასწავლებელმა რომ კუთხეში დააყენა სკოლის ფანჯრის ჩამსხვრევის გამო. არ მოვიდა დიდობის დრო, გენაცვალეთ?

 

https://www.kp.ru/daily/27012/4075196/