„ნაციონალური მოძრაობის" ამოცანაა მოაწყოს გადატრიალება" - კალაძე

„ნაციონალური მოძრაობის" ამოცანაა მოაწყოს გადატრიალება" - კალაძე

„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, როგორმე დააზიანოს ქვეყანა, მოაწყოს გადატრიალება, ხალხი დააპირისპიროს ერთმანეთს. ეს არავის გამოუვა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

„ყველა თანხმდება და კონსენსუსია მიღწეული იმაზე, რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისკენ, რომ ქვეყანა დემოკრატიულად განვითარდეს, პარლამენტი იყოს მრავალპარტიული. ამაზეც, რა თქმა უნდა, მოსახლეობა მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რამდენი პარტია იქნება მომდევნო 2020 წლის პარლამენტში, ვინ იქნებიან კონკრეტულად ეს სუბიექტები. მოსახლეობა მიიღებს ამაზე გადაწყვეტილებას, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობა", ფაქტობრივად, ემიჯნება ამ გადაწყვეტილებას, ჩვენ მოვისმინეთ მათი ლიდერის არაერთი განცხადება ამასთან დაკავშირებით. სატყუარა თუ რაღაც დაარქვა ამ პროცესებს, რაც კატეგორიულად მიუღებელი და გაუგებარია ჩემთვის. მათთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, როგორმე დააზიანონ ქვეყანა, მოაწყონ გადატრიალება, ხალხი დააპირისპირონ ერთმანეთს, იყოს გადატრიალების, დამხობის მცდელობა. ეს არავის გამოუვა," - განაცხადა თბილისის მერმა.