„დარწმუნებული ვიყავი იმ ნაბიჯის სისწორეში, რომელიც გადავდგი" - მარიამ ჯაში

„დარწმუნებული ვიყავი იმ ნაბიჯის სისწორეში, რომელიც გადავდგი" - მარიამ ჯაში

„მზად ვარ ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის. მე დარწმუნებული ვიყავი იმ ნაბიჯის სისწორეში, რომელიც გადავდგი და ვიცოდი, რომ ამის გამო მომიწევდა გუნდის წევრებთან პოლემიკა" , - განაცხადა მარიამ ჯაშმა. 

როგორც დეპუტატი ამბობს, ის კვლავ რჩება პოზიციაზე, რომ განსხვავებული მოსაზრებების არსებობა გუნდს მხოლოდ აჯანსაღებს.

„მზად ვარ ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის. მე დარწმუნებული ვიყავი იმ ნაბიჯის სისწორეში, რომელიც გადავდგი და ვიცოდი, რომ ამის გამო მომიწევდა გუნდის წევრებთან პოლემიკა. მზად ვარ, თუ ჩემს კოლეგებს კითხვები რჩებათ, ამ კითხვებს ვუპასუხო“, - აცხადებს მარიამ ჯაში.

მარიამ ჯაშმა და რომან კაკულიამ გენერალური პროკურატურის მოთხოვნას მხარი არ დაუჭირეს, რომ ნიკა მელიას დაპატიმრების მიზნით სასამართლოსთვის მიემართა. უმრავლესობის ნაწილმა განაცხადა, რომ მარიამ ჯაშსა და რომან კაკულიას ამ საკითხზე უმრავლესობის სხდომაზე განსხვავებული პოზიცია არ დაუფიქსირებიათ და მსჯელობა უნდა გამართულიყო გუნდურობის პრინციპების დარღვევაზე. გასულ კვირას უმრავლესობის სხდომა გაიმართა და ითქვა, რომ მსჯელობა ამ საკითხზეც იყო, თუმცა გუნდის ამ წევრებს სანქციები არ დაეკისრებოდათ.