რომან კაკულია საპარლამენტო უმრავლესობაში რჩება

რომან კაკულია საპარლამენტო უმრავლესობაში რჩება

რომან კაკულიას განცხადებით, ის რჩება საპარლამენტო უმრავლესობაში, თუმცა მის საკითხზე მმართველ გუნდში მსჯელობას ლოგიკურია. 

„მინდა ერთმანეთისგან გავმიჯნო ორი საკითხი. პირველი - რაც შეეხება პარლამენტის წინ მომხდარ მოვლენებს, ამასთან დაკავშირებით მე არავითარი აცდენა გუნდის პოზიციასთან არ მაქვს. რაც შეეხება იმას თუ, რა დოკუმენტებზე დაყრდნობით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით, აქ დავიტოვე უფლება, მქონოდა ჩემი ინდივიდუალური შეფასება. თუ ეს სხვა თანაგუნდელების პოზიციას არ დაემთხვა, არაფერს უცნაურს არ ვხედავ იმაში, რომ ამაზე იყოს მსჯელობა“, - განაცხადა კაკულიამ.

მარიამ ჯაშმა და რომან კაკულიამ გენერალური პროკურატურის მოთხოვნას მხარი არ დაუჭირეს, რომ ნიკა მელიას დაპატიმრების მიზნით სასამართლოსთვის მიემართა. უმრავლესობის ნაწილმა განაცხადა, რომ მარიამ ჯაშსა და რომან კაკულიას ამ საკითხზე უმრავლესობის სხდომაზე განსხვავებული პოზიცია არ დაუფიქსირებიათ და მსჯელობა უნდა გამართულიყო გუნდურობის პრინციპების დარღვევაზე. გასულ კვირას უმრავლესობის სხდომა გაიმართა და ითქვა, რომ მსჯელობა ამ საკითხზეც იყო, თუმცა გუნდის ამ წევრებს სანქციები არ დაეკისრებოდათ.