„აშშ-მექსიკის საზღვარს სრულად ჩავკეტავ!“ - დონალდ ტრამპი

„აშშ-მექსიკის საზღვარს სრულად ჩავკეტავ!“ - დონალდ ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტი დონალ ტრამპი აშშ-მექსიკის საზღვრის სრულად ჩაკეტვით იმუქრება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„თუ მექსიკა დაუყოვნებლად არ შეაჩერებს მთელს უკანონო იმიგრაციას, რომელიც აშშ-ში მათი საზღვრის გავლით შემოედინება, მე საზღვარს დავხურავ“, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე.