„წელს „საბა“ აუცილებლად ჩატარდება“ - რატი ამაღლობელი

„წელს „საბა“ აუცილებლად ჩატარდება“ - რატი ამაღლობელი

წელს „საბა“ აუცილებლად ჩატარდება, - ამის შესახებ  ლიტერატურული კონკურსის თანადამფუძნებელი რატი ამაღლობელი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. 

მწერლის განმარტებით, მნიშვნელოვანი დეტალები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

„ყველასათვის ცნობილი მიზეზების გამო წლევანდელი „საბას“ გამოცხადება და ჩატარება სათუო გახდა, დამფუძნებლებმა მივიღეთ გადაწყვეტილება - წელს „საბა“ აუცილებლად ჩატარდება, ახლა და ამჟამად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მწერლებისათვის თავისუფალი, უკომპრომისო და არა კონიუნქტურილი პლატფორმების გადარჩენა და შენარჩუნება, მათ შორის “საბასი”. მნიშვნელოვან დეტალებს უახლეს მომავალში შეგატყობინებთ", - წერს რატი ამაღლობელი.