ორწლიანი შინა პატიმრობის შემდეგ, ცხინვალში თამარ მეარაყიშვილის სასამართლო პროცესი დაინიშნა

ორწლიანი შინა პატიმრობის შემდეგ, ცხინვალში თამარ მეარაყიშვილის სასამართლო პროცესი დაინიშნა

თითქმის ორწლიანი შინა პატიმრობის შემდეგ, ცხინვალში თამარ მეარაყიშვილის სასამართლო პროცესია დანიშნული.

სამოქალაქო აქტივისტს ცხინვალის რეჟიმი ერთდროულად სისხლის სამართლის რამდენიმე მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს - მათ შორის არის ცილისწამება და მმართველი პარტია “ერთიანი ოსეთის” მიმართ და ყალბი საბუთების დამზადება-გამოყენება.

 ჟურნალისტს ჩამორთმეული აქვს პასპორტი და ყველა საჭირო დოკუმენტი.

მეარაყიშვილი არ გამორიცხავს, რომ წინა 5 პროცესის მსგავსად, სხდომა ამჯერადაც გადაიდოს. ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობს.